вторник, 26 июня 2012 г.

ტრადიცია და ძალადობა

   
       რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეზობელმა, არ ვასახელებს სახელს და გვარს, საკუთარი შვილი სასიკვდილოდ დაჭრა. დიახ ხის დასამუსავებელი იარაღით, ეგრთწოდებული წალდით. რა თქმა უნდა მიზეზი შელაპარაკება და ზედმეტი ალკოჰოლის დოზა იყო, თუმცა შეიძლება პრობლემას ბევრად ღრმა ფესვები ქონდეს, თუმცა ამაზე ეხლა ცოტა თუ საუბობს. გულშემატკივარი მეზობლები იმასზედ წუხან რა ეშველება ციხეში გამომწყვდეულ მოძლადე მამას და როგორ დამთავრდება ორიოდე დღის წინ წამოწყებული ჩვეულებრივი კომფლიქტის არაჩვეულებრივი დასასრული.
ალბათ კიდევ დიდხნის მანძილზე დარჩება ეს თემა ჩემი მეზობლების განხილვის საგანი. იქნება ორად გაყოფილი მოსაზრება, უნდა აპატიოს ოჯახმა მოძალადე, ამავდროს მშრომელ და პატივსაცემ ადამიანს, ჩადენილი დანაშაული, თუ წლების მანძილძე გამოამწყვდიოს საპყრობილეში, რათა ოჯახს წევრებმა ამოისუნთქონ ამ 25 წლის მანძილზე დატრიალებული ტერორისგან, რომლის  მთავარი მოძალადე და გმირი მამა იყო. (ამას ოჯახის წევრები თავად აცხადებენ)
      ხალხის მეორე ნაწილი ბუნებრივია ოჯახის დაზარალებულ ნაწილს გამოუტანს გამამტყუნებელ განაცენს. ჩვენთან ხომ მიღებულია რომ უფროსი კაცია და მან უნდა იძალადოს ოჯახში, მან უნდა დაამყაროს წესრიგი მკაცრი და შეუოვალი ხასიათით და მუშტით, თუ საჭიროა.  ერთი სიტყვით ტრადიციების მიმდევრები, ანუ შედარებით კონსერვატი საზოგადეობა მკაცრად მიუთითებს, რომ ამ  ინციდენტმა ოჯახი არ უდნა დაანგრიოს. დაზარალებულმა შვილმა უნდა აპატიოს მამას, უნდა გამოიხსნას ციხიდან და ისევ გააგრძელონ ცხოვრება ერთად. საინტერესოა თავად თუ ისურვებდენენ ასეთ სიტუაციაში ცხოვრებას?!
         საზოგადოების ერთი ნაწილი კიდევ მოძალადე მამას გაამტყუნებს, მის სათანადოდ დასჯას მოითხოვს, ამ დროს არ დაინტერესდება რა უდევს რეალურად ამ ადამიანის აგრესიას წინა პირობად. პრინციპში ეს უკვე გამოძიების საგანია. ამ საკითხს, როგრც ნებისმიერ სხვას, ორი მხარე  მუდამ ექნება.
        დედა ძალადობის პირველადი მსხვერპლი. წლებია იტანს შეურაცყოფას, ცემას და მძიმე საათებს, როცა მას აგონიაში უწევს ყოფნა, მეუღლისგან შევიწროევულს.  დედაც დამნაშავეა, რადგან მან ვერ გაბედა და წლების წინ, როცა პირველი ძალადობის პრეცენდენტები დაფიქსირდა ვერ დაანგრია ოჯახი, ,,მეზობლები და ნათესავები რას იტყვიან" პრინციპით. არ დაიცვა საკთარი თავი და შემდეგ შვილები მომავალი ძალადობისგან, შეეგუა მეუღლის პერიოდულ ფსიქოლოგიურ შეტევებს და ვერ მიიღო მიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
მამა ფსიქიურად არამდგრადი, სასმელის მიღების შემდეგ არეული ფსიქიკა და ბევრი აგრესიული ფაქტები მის ანგარიშზე. მიზეზი უცნობი თუმცა კარგად დავიწყებული წარსულიდან, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო და ის განიცდიდა ძალადობას და უსამრთლო ძეწოლას, რა თქმა უნდა მშობლისგან. გამოდის რომ ყველაფერი ის რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა და ხდებოდა წლების მანძილზე სათავეს იღებს ურო ადრე, ჯერ კიდევ მაშინ როცა მამა ჯერ კიდევ სხვა ოჯახის წევრი იყო და მისი ფსიქიკა ძალოადობის ქვეშ ყალიბდეობოდა. უსამრთლობის განცდა, ხშირი შეურაცყოფა და დაჩაგრული იმიჯი, ისევ ოჯახის უფროსებისგან, ან კონკრეტულად უფროსისგან. ყველას კარგად მოეხსნეება რომ აგრესიული და მანიაკალური მიდრეკილება ადამიანს  აქ ისევ დედასთან მივდივართ, მკაცრ, უსამართლის და ნაკლებად ინტელექტუალურთან, ასე თავად მისი შვილები ახასიათებენ, . აი დასკვნაც 50 წელს გადაცილებული მამა ფსიქიურად რთული რთულ მდგომარეობაშია. მისი დარღვეული ფსიქიკა კონკრეტულ ძალადობის გამომწვევია.  ბუნებრივია უნდა მოხდეს მისი მკურნალობა, თუმცა რამდენად გამოირებს ეს დადებით შედეგს არავინ იცის. ამ ეტაპზე კი ოჯახი დგას რთული დილემის წინ, მიიღოს თუ არა ოჯახში მოძალადე, ფსიქიურად არამდგრადი მამა?!

пятница, 2 сентября 2011 г.

დუმილი


დუმილი ეს ჩემი უფელბაა. ჩემი უფლებაა ვდუმდე მაშინ როცა ყველაზე მეტი მაქვს სათქმელი. მაგრამ სიტყვები ვერ წყვეტენ პრობლემას. ერთ სიტყვას მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ასე გრძელდება მანამ სანამ სიტუაცია პიკს არ მიაღწევს, თავისი დაძაბულობის მხრივ. მე კი არვარ კონფლიქტური და არც დაძაულობის ატანა შემძლია, შესაბამისად ვდუმვარ ყოველთვის როცა ამის საშუალბა მაქვს და გვერძე გავდივარ. ვდგავარ და კედლებს ვეხეთქები, ჯავრს საკუთარის ეხეულის ტკივილით ვიყრი, დიახ მე მაზოხისტი ვარ ხოლმე, მე შეშლი ვარ ხოლმე მე იდეიოტი ვარ ხოლმე იმიტომ, რომ მე ვდუმვარ და დუმილი ჩემი ერთ ერთი უფლებაა, მე კი ამ უფლებას ვიყენებ ყოვეთვის როცა ამის დრო და საშუალება მაქვს. მაშინაც კი როცა დამნაშავე ვარ, მაშიანც კი როცა უდანაშაულო ვარ და ყოველთვის ვფიქრობ დასასრულზე, როდის დასრულდებე ეს ყველაფრი, როდის მოვა ის დრო როცა დუმილი არ დამჭირდბა, რადგანაც სათქმელიც არაფერი არ ექნება, არადა რადმენი რამე მაქვს საქქმელი და არ ვამბობ. ანდა რა აზრი აქვს თქმას?! 

среда, 3 августа 2011 г.

დაუსრულებიალია და ნუ წაიკითხავთ მაინცა და მაინც...

მოლოდინი რაღაც დიდის და ამაღელვებილის იყო. რადგან ყველაფერი დიდი მასშტებებით იყო წარმოდგენილი. სცენა, ხმა, განათება, ხალხის სიმრავლე და პოლიცია, რომელიც ევროპის მოედანზე შემსვლელებს კატეგორიიული ტონით ეუბნეოდენენ, რომ მოედანი სავსეა და შესვლის შანსები არარის,. არადა მოედნანზე  გადაკეტილი 4 შესასვლელთან  იმაზე მეტი ხალხი ირეოდა ვიდრემ თავად ცენტრში მოედანთზე.
 სცენის წინ  ზღვა ხალხი ირეოდა და ელოდა როდის გამჩნდებოდა მათ წინაშე  ახალგაზრდების კუმირი, საკამაოდ კარგი მომღერლის შვილი, ენრიკე იგლესიასი. საოცარი სანახაობა იშლებოდა თვალ წინ. უზარმაზარი სცენა, თავისი განათებით და აკუსტიკით. ბათუმში საგანგებოდ ამ მოვლენისთვის ჩამოსულებს, გაგვიმართლა და თავი ადგილობრივი გაზეთის რედაქციის აივანზე ამოვყავით.  აქედან იშლებოდა შესანიშნავი ხედი. მარცხნივ ევროპის მოედანი და მარჯვნივ საკამოდ დამთრგუნველი სცენა. გადაკეტილი გზა და ასობით ადამიანი რომლებსაც პოლიცია უბრალოდ არ უშვებდა მოედანზე. კონცერტიი დაიწყო მთელი მისი გრადნიოზულობით, სცენაზე ერთმანეთს რამოდენიმის ქართველი შემსურლებელი ენაცვლობოდა. შემდეგ კი სცენა მთავარი მოვლენისთვის, ასეც იყო დაანონნსებული, ენრიკე იგლესის უნდა დაეპყრო.  ემოციის მოლოდინსი ვიყავი, რომელიც არადა არ ღვივდებოდა მდარე ხარისხის მუსიკის გამო, თუმცა იმის იმედით რომ რაღაც მაინც მომცემდა სიამოვნების საშუელბას, ნელ ნელა ქრებოდა. თუმცა ვერ ვაძლევდი თავს უფლებას ამდენი ათასობით კაცის ემოციის წინააღმდეგ წავსულიყავი, მითუმეტეს მაშინ როცა იგელსიასს წარმოუდგენელი სიხარულით და ოვაციით ეგებოდნენ, მინოდა მეც მქონოდა აღელევების მომნეტი, თუმცა დადგმული შოუ, თავისი გატეხილი ქართული სიტყვებით და სცენაზე აყვანილი გოგნა ვერ მგვრიდა  ემოციებს, რასაც თამამად ვერ ვამხელდი.   რაღაც უსიამოვნო შეგრზნება მთრგუნავდა, თუმცა არ დავფიქრებულვარ იმ მომეტში რა კონკრეტულად. რა მაღელვებდა, თუმცა ერთ მომენტში შვება ვიგრძენი, როცა შუა კონცერტის დროს,  ჩემგან ხელმ მარჯვნივ, სადაც პოლიცია ხალხს არ ატარებდა  რაღაც ჩოჩქოლი მომესმა, გავიხედე და ვხედავ როგორ გამორბიან პოლიციას თავს დახსნი ათობით ადამიანი, სასურველი კუმირის სანახავად. თითქოსდა ბედნიერი გავხდი როცა ეს სურათი დავინახე, ეს იყ ემოციების პიკი ჩემთვის ამ მომენტისთვის. ემოცია რომლესაც მთელი კონცერტის მანძილზე ველოდი სწორედ ამ ხალხის დანახვამ მომიტანა.

вторник, 21 июня 2011 г.

ზოგჯერ სივრცის შეგრძნება აუცილებელია. ამისთვის სახურავი გამოდგება. სივრცე ჩემთვის თავისუფლების და სილაღის განცდის ერთგვარი მეთოდია. მე მას ვიყენებ როგრც კლავიატურას აზრის გამოსახატავად, როგრც ცივ წყალს გახურებული სხეუის გასაგრილებლად.  ~
სივრცის არ ქონა ცუდია, მაგრამ იმაზე უარესი როდია, როცა დი სივრცეში შენს ადგილს ვერ პოულობ.
ამ ვიდეოში ფრთები ნამდბილად გამომადგებოდა, თუმცა თავი შევიკავა ისედაც ზურგს ვიფხან ხშირად. ფონური მელოდიაც მინდოდა რამე სახურავთან და სილაღესთან ყოფილიყო კავშირში.. აი მაგალითად  Небо СССР- на крыше.

понедельник, 13 июня 2011 г.

Re...


ისევ მომინდა ჩავყვინთვო.  ნელა დავეშვა ფსკერისკენ. ცხვირიდან ჰაერი გამოუშვა და შევხედო როგორ მაცილებს მზის შუქი ქვემოთ.  ჩუმად ვარ და სთქმელიც ვერ ჩამომიყალებებია, უბრალოდ ვდუმვარ და მესმის როგრ სცემს გული აუჩქარებელ რიტმს, თითქოსდა რომელიმე მსუბუქი მუსიკის რიტმს აჰყოლოდა, ნელა სულ ნელა მივიწევ ქვემოთ და ჩუმად ვარ. არვაინ მეკითხება რას ვაკეთებ, საით მივდივარ და რატომ. არადა როგრ მინდა ვინმემ მკითხოს. მკითხეთ რას განვიცდი რა მტკივა, ან თუ არ მტკივა რატომ არ მტკივა. მესმის არავის აინტერესებს, მაგრამ იქნებ ზრდილობისთვის იკოთხოს მაინც, უბრალოად ინტერესისთვის, ანდა ყბრალოდ იმისთვის რომ რაღაც ეტაპზე სიჩუმე დაარღვიოს.
არავის უთქვამს სისულეელბი კეთებას ნიჭი ჭირდებაო. თუმცა ამაში ნიჭი მართლა მაქვს. სისულელ პირობითი სიტყვაა, მასში მოიაზრება ქმედბათა ერობლიობა, რომლიც საბოლოოდ უაზროდ, არაფრის მთქმელდ და უარყოფითად აისახხება შენს შუბლზე, ძაღვებზემ თვალებზე და კანზე. კანი დაიჭიმება, ძარღვები დაიბერება და პირიდან ცხოველური ხმა აღმოგხდება, იმდენად უაზრო რომ საკუთარი თავისიც არ შეგრცხვება, არ მოგერიდება იდგე ქუჩაში და გადახურებულ შუბლს და მკერდს გრილ წვიმის წვეტებს უშვერდე და თვალებიდან ცერემლი მოგდიოდეს. დიახ ეს გაურკვევლობაა, გაუმიზნავი ცხოვრების წესი, დაღლილი და დაღარული ტვინის ფორმები და ქვიშით ამოვსებული გამოღამებული თვალები.
გძინავს და გონებაში ისევ იგივე გიტრიალებს. რემდეგ სიზმარში დიდ საშლელს დაითრევ, თავიდან ტვისნ ამოიღებ და გულმოდგიედ შეცდები ამოშალო, ბევრი რამა ამოშალო, არასაჭირო რამა ამოშალი, დაუნდობლად ამოშალო, ისევე დაუნდობლად როგორც ჩაგებეჭდა და რომ მიხვდები ამ საქმეს მარტოოდენ საშლელი არ უშველის, შეეშვები და სიევ იმით გაიღვიძებ რითიც დაიძინე. ანდა ამს ძილიც თუ ქვია. არა არ ქვია არც მინდა რომ ერქვას, ეს გონების კატოკია გამუმეით რომ აბრტყელებს, აბრტყელებს, მერე ისევ არევს და ისევ აბრტყელებს უშედეგოდ. ეს სიზმარია აბსურდულად გაჟღენთილი მელნით და ფრთებით, ეს ქსოვილია რომელიც ოდესღაც ჩემი ჯილსის შარვალი იყო და რომელითაც თავს ვიწონებდი, ეხლა უბრალო ნაჭერია გაჟღენთილი ოფლით და თესლით სადღაც საწოლის წვეშ მოქცეული უდარდელად.
დავიღალე რამდენჯერ მითქვასმ საკთარი თავისთვის. დავიღალე ნუთუ ასეთი რთული გასაებია რომ მეც ვიღლები. დავიღალე ყოვლდღე სარკეში ჩახედვით, დავიღალე ყოვლედღე იგივი გზის გავლთ. უაზრო ხეტიალით დავიღალე. უაზრო სიტყვებით და უაზრო მიზნებით. არმინდა მომავლზე ვიფიქრო, მეშინია მოვმალლის. ასე არაფრის არ მეშინია რორც  მომავლის.
მგონი დროა ამოვყვინთო. ფილტვებს ჰაერდი დააკლდა და დამეძაბა. ვერ ვიმეტებ საკუთარ თავს. მერე რა რომ სხვას არ ვენაღველბი, არც მე მენაღვლება სხვა. მე საკუთარი თავის არ მეჯავრებს, მე ზემოთ ამოვდივარ. ამოვალ წყლიდან, ჩავიცმევ თანსაცმელს და ისევ შევერევი ყოვლედღიურ არაფერს.
არაფერზე ერთი ანეგდოტი გამახსნდა ..... ის ანეგდოტი ასე მთავრდება ,,აიღეთ ორი არაფერი და წადი“

суббота, 2 апреля 2011 г.

ამოყვინთვა



3  წუთი ქყალქვეშ, ღრმად ჩასუნქული ჟანგბადი და ადრენალინის მოზღვავებული დოზა. შემდეგ კი უჰაერობის განცდა და ძლიერი წნევა წყალქვეშ.  სამარისებრი სიჩუმე და პანიკური შიში.  საკუთარ თავს ვერასდროს გაიმეტებ, თვით გადარჩენის ინტინქტი შენს გააწყვეტლებაზე ძიერია არ იბრძოლო ცხოვრებისთვის. ჩაძირვის შემდეგ დგება დრო, დროზე ამოყვინთო და ღრმად ჩაისუნთქო სუფთა ჰაერი. დროზე ამოხვიდე წყლიდან, რათა ჩამავალ მზეზე გაშრე. ხვალ ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ძალა და ნება დიდია საჭირო რომ ისევ დაიწყო და არ შეჩერდა. თუმც ერთი რამ უნდა გახსოვდეს, არავინ იცის წინ რამდენი ჩაძირვა და ამოყვინთვა შეგხვდება.
ეს სიტყვები საკუთარი თავის გამხნევება უფროა, ვიდრემ რეალური ნება. ოდესმე გისაუბრიათ საკუთარ თავთან? ! რაღაც უაზრობას გავს. რატომ უნდა ესაუბრო საკუთარ თავს, როცა სიტყვების გარეშეც უნდა გესმოდეს მისი. როცა საკუთარ თავს ვესაუბრებით, მაშინ ვატყუებთ თავს. თუმცა იმედს ვაძლევთ რომ ყველაფერი მართლაც კარგად არის.  მართლა ასეა? 
...............................

понедельник, 14 марта 2011 г.

სიღრმე



     სადღაც დავიკარგე. თითქოსდა აქავარ, მაგრამ არვარ, საკუთარ თავს ვეღარ ვხედავ. პანიკაშივარ, შეიძლება ისტერიკაშიც. გარეგნულად ეს ნაკლებად მემეჩნევა მაგრამ შორსვარ რეალოსბისგან, სადღაც სიღრმეებისკენ მივიწევ გამუდმებით, იქით სადაც ვიცი ვერ გავძლებ დიდანს, ამგრამ მაინც მივიწევ. შეიძლება ითქვას ვიძირები. თუმც ეს ყველაფერი ზოგადია, ყველაფერი უფრო სხვანაირადრის, უფრო დრამატულად და ბერად ჩახვეულად. ვზივარ და სიცარიელეს ვგრძნობ, ირგვლივ თითქოს არაფერია, ჰაერიც გამოილია და არვიცი ეხლა რავქნა, ალბათ მალე უჰაერობით დავუგუდები. მყარად ვერ ვდგავარ მიწაზე, გამუდემბული შიში და ძრწოლა , დაუძეველი შიში მომავლისა, იმისა სად მივდივარ, რატომ ვიძირავ თავს.  ოდესმე ჩამხტარხართ ღრმა წყალში? გრძნობთ როგრ მიიწევთ სიღრმისკენ და გსიამოვნებთ, მაგრამ სული გეკვრით, წყალი მძიმედ გაწვებათ სხეულზე და მალე გრძნობთ რომ ჰაერიც აღარ გყოფნით. შემდგ იწყება პანიკური მოძრაობა და სწრაფვა ზედაპირისკენ. მე ჯერ ვიძირები და შიშის მიუხედავად ხელს არ ვანძრევ, რომ ზედაპირზე ამოვცურო. არვიცი რომელ სიღრმეს მივაღწევ მაგრამ იმედია გვიანი არ იქნება ზემოთ ამოსვლის. ადრენალისნის ბრალია. ანდა უბრალოდ იმის რაც ჩვენშია, ანუ გაუგებარი და საკუთარი მესთვის შეუცნობელი.
ზოგადი და ბანალური ტექსტებით ვერასდროს გამოვხატავდი სათქმელს. ვერც ეხლა მოვახერხე მეთქვა რამე.  ბოლოდროს იშვიათად ვწერ. მიმაჩნია რომ ბევრი არაფერიმაქვს სატქმელი. ანდა უბრალოდ ზოგჯერ ვერ ძებნი სიტყვებს დაწერო ის რაც გინდა. ამიტომაც ვერ ვწერ.